დაბა ხულოს და დიოკნისის სკოლების რეაბილიტაცია ჩაუტარდება

07 მაისი 2018, 00:00 1958 ნახვა

ხულოსა და დიოკნისის საჯარო სკოლებში   სასწავლო პროცესი ,,სწავლის დაწყებისა და დასრულების” შესახებ ბრძანების შესაბამისად არ დასრულდება. მიზეზი ორივე საჯარო სკოლაში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. ხულოს რესურსცენტრის უფროსის განმარტებით ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გაკვეთილები თებერვლიდან შაბათობითაც ტარდებოდა , რადგან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა მოსწავლეებს გაევლოთ.

დაბა ხულოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 100 ათასი , ხოლო დიოკნისის სკოლისთვის 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. რეაბილიტაცია სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.  ასევე, ახალ სასწავლო წლამდე უნდა დასრულდეს სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის მშენებლობა. ტუნაძეების სკოლა გასულ წლებში უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში , თუმცა  მშენებელმა კომპანიამ  სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა, რის გამოც გაკვეთილები საცხოვრებელ სახლებში ტარდება.

ამავე კატეგორიაში