ბათუმში ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა - ერთი არასრულწლოვანია

07 მაისი 2018, 00:00 3424 ნახვა

მახინჯაურში, ​ ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი  15 წლის მოზარდია, იგი ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.  მეორე კი, 18 წლის ბიჭი, რეფერალურ სავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი  რეფერალურ საავადმყოფოში  ღებინებისა და ​ თავბრუხვევის სიმპტომებით შეიყვანეს: "პაციენტს ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება. იგი გადაყვანილია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება" - გვითხრეს კლინიკაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში