ფერდსამაგრი კედლის მოწყობას სამასი ოჯახი ითხოვს

07 მაისი 2018, 00:00 2134 ნახვა

მხოლოდ ერთ წელიწადში ხულოში ეკომიგრანტის სტატუსი 250-მდე ოჯახს მიენიჭა. ასობით კი ამ სტატუსის მიღების მოლოდინშია. რიცხვები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მაღალმთიან აჭარაში ეროზიული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მის შესაჩერებლად ხშირ შემთხვევაში ფერდსამაგრი სამუშაოები ტარდება.

სწორედ მსგავს პროექტებში შარშან ადგილობრივმა მთავრობამ ნახევარ მილიონამდე ლარი დახარჯა. წელს კი ბიუჯეტში ამისთვის ფინანსური რესურსი არაა გათავალსიწინებული, არადა ხულოს ინფრასტრუქტურის სამსახურს ფერდის გამაგრების თხოვნით უკვე მიმართა 300-ზე მეტმა მოქალაქემ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში