ტატუნაშვილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელით მიმართავს

08 მაისი 2018, 00:00 1545 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პრესკონფერენცია დღეს გაიმართა, სადაც ორგანიზაციამ არჩილ ტატუნაშვილის მამასთან ერთად, ხელისუფლებას მოუწოდა, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის და მოამზადოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.

ასევე არჩილ ტატუნაშვილის მამა ექსპერტიზის შედეგების გაცნობას მოითხოვს. გიორგი ტატუნაშვილის თქმით,  მისი შვილი სასტიკად იყო ნაწამები და დასკვნაში ამის ასახვას, შინაგანი ორგანოების გადმოცემა არ სჭირდებოდა.

ამავე კატეგორიაში