გაეროს ელჩები გამყოფ ხაზზე ვითარებას გაეცნენ

08 მაისი 2018, 00:00 1439 ნახვა

გაეროს ელჩები გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ. დიპლომატები სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ.

ქართული მხარის წარმომადგენლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრობლემების შესახებ, რაც გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას აწუხებს.ელჩებმა ასევე დაათვალიერეს წეროვანში დევნილთა დასახლებაც.  

ამავე კატეგორიაში