აჭარის 117 ბაღში სანიტარული წესრიგი შემოწმდა - დარღვევები და ჯარიმები

08 მაისი 2018, 00:00 2270 ნახვა

ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანება სასმელ წყალს იყიდის. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მიზეზი ბაქტეოროლოგიური დაბინძურებაა, რომელიც მუნიციპალიტეტის 12 სოფლის ბაღებში დაფიქსირდა.

როგორც გვეუბნებიან ამჟამად ბავშვებს საკვებს გადადუღებული წყლით უმზადებენ. სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ ბოლოს მარტში შეამოწმა მუნიციპალიტეტების ბაღები, ნაწილმა რეკომენდაციები მიიღო, ნაწილი კი დაჯარიმდა.

ყველაზე დიდი ოდენობის თანხა 6 ათასამდე ლარი ხულოს ბაღების გაერთიანებას დაეკისრა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში