ბათუმში მცხოვრები სომხები ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას აფასებენ

08 მაისი 2018, 00:00 2628 ნახვა

მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს აფასებენ საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები. მათ მიაჩნიათ, რომ ახლადარჩეული პრემიერის პირობებში საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა.

არტურ ოგანესიანს მოლოდინი აქვს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგება და სომხეთის ახალი პრემიერ მინისტრი მეზობელ ქვეყნებთან განსაკუთრებით დადებით ურთიერთობას გააგრძელებს.  

ისევე როგორც სომხეთში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობას, ქვეყნის გარეთ მყოფ ეთნიკურ სომხებსაც სჯერათ, რომ ხალხის მიერ არჩეული კანდიდატი ქვეყანას განვითარებას მოუტანს.  

ამავე კატეგორიაში