აჭარის მთავრობა საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენების ფაქტს ემიჯნება

09 მაისი 2018, 00:00 1805 ნახვა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე და ხმაური ბათუმსა და თბილისში – ე.წ. უკვდავი პოლკის მიერ მოწყობილ მსვლელობაში მონაწილეები ბათუმის ქუჩებში, ოკუპაციის სიმბოლოსთან გაიგივებული, გეორგიევსკის ორფერიანი ლენტებით გამოჩდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით მარშის წევრებმა გმირთა ხეივანში გადაინაცვლეს და მთავრობის წარმომადგენლების მისვლამდე ჟიული შარტავას მემორიალთან, მათ მიერვე დამზადებული პლაკატები განათავსეს. ჩვენ ვემიჯნებით – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ხმაური იყო თბილისშიც, სადაც ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. მიუხედავად გაფრთხილებისა სოციალისტური სიმბოლიკებით მივიდნენ ვაკის პარკში “სოციალური საქართველოს” წარმომადგენლები. 

ამავე კატეგორიაში