''ვაჟკაცურად ვიმსჯელოთ და ქობულეთურად მივუდგეთ ამ ამბავს'' - საკრებულოს თავმჯდომარე

10 მაისი 2018, 00:00 2339 ნახვა

ვაჟკაცურად მსჯელობა და ქობულეთურად მიდგომა, იმისთვის რომ საკრებულომ კონფლიქტის გაღვივებას ხელი არ შეუწყოს - ეს ბონდო თედორაძესა და ვაჟა შავიშვილს შორის მომხდარი ინციდენტის მოგვარების ერთ-ერთი გზაა, რომელსაც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მხარეებს სთავაზობდა. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ვაჟა შავიშვილს და მის თანხმლებ პირებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

საკითხის პოლიტიკურ შეფასებასთან ერთად, დღეს საკრებულოს წევრები, როგორ ოპოზიცია ასევე უმრავლესობა, მხარეების შორის ურთიერთობის მოგვარებაზეც საუბრობდნენ. 

ვაჟა შავიშვილისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხი კენჭისყრაზე მაინც დადგა. მიუხედავდ იმისა რომ ფაქტი დაგმეს, საკრებულოს უმრავლესობამ საკითხს მხარი მაინც არ დაუჭირა. 

პროტესტის ნიშნად ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომა დატოვეს. 

დავით მჭედლიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზიდან გასვლამდე, კიდევ ერთხელ  განუმარტა, რომ მზად იყო საკითხზე ნებისმიერ დროს ემსჯელა. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა კი მმართველი გუნდის დეპუტატებს ''ბიძინა ივანიშვილის მონები'' უწოდეს და დაპირნენ, რომ ყველა სხდომას, რომელსაც შავიშვილი დაესწრებოდა, ჩაუშლიდნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში