სამზადისი საიუბილეო კონცერტისთვის

09 ივლისი 2016, 00:00 3934 ნახვა

აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს 11 ივლისს 95 წელი უსრულდება. თარიღთან დაკავშირებით, ქორეოგრაფიული ჯგუფები დაგეგმილი კონცერტისთვს გენერალურ რეპეტიციას გადიან. გაიხსნება ანსამბლის მემორიალური დაფა და ვარსკვლავი. საიუბილეო საღამოს ანსამბლის კონცერტი დაასრულებს. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი 1921 წელს დაარსდა და პირველი კონცერტი 1922 წლის 11 ივლისს გამართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში