პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

11 მაისი 2018, 00:00 1393 ნახვა

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს დადებას ითხოვდნენ. ცვლილებით, პარტიისათვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, როცა პარტია პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის. ასეთი შედეგის მქონე პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსებას და ასევე, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის დადგენილ დაფინანსებას.

ინიციატივა  დეპუტატების სიმონ ნოზაძეს და გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის. დოკუმენტი “საკანონმდებლო მაცნეში“ გუშინ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე მიიღო. 

ამავე კატეგორიაში