შემცირებული და მოყვითალო შეფერილობის სასმელი წყალი ხულოში

11 მაისი 2018, 00:00 1938 ნახვა

დაბა ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას მოყვითალო შეფერილობის სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივ წყალკანალში ირწმუნებიან რომ ეს არაა საშიში ჯანმრთელობისთვის.

მოსახლეობა კი აცხადებს, ასობით ათასი ლარის დახარჯვისა და სისტემის გამართვის ფონზე, აბონენტებს წყალი ხარისხიანი, აბსოლუტურად გაფილტრული და სასმელად ვარგისი უნდა მიეწოდოს.

ცნობისთვის ბოლო სამ წელიწადში ხულოში სასმელი წყლის სისტემის გამართვისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში