ბათუმში აქციაზე პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა [ვიდეო]

12 მაისი 2018, 00:00 4902 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, მსვლელობის დროს პოლიციამ სამი პირი დააკავა. 

სამართალდამცველებმა მოქალაქეები მემედ აბაშიძის ქუჩაზე აიყვანეს. 

დაკავებულები არიან აქციის ორგანიზატორები. 

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. 

აქციის მონაწილეები მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ მიემართებიან, სადაც სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ აქციის დროს დაკავებული პირები გადაიყვანეს. 

“ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ" – ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეები თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. 

კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

ამავე კატეგორიაში