მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რასაც არ ვეთანხმები - კალაძე

12 მაისი 2018, 00:00 3499 ნახვა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გუშინდელ სპეცოპერაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, ყველა თანხმდება რომ არსებული პოლიტიკა მიუღებელია და პარტია ქართული ოცნება მზადაა ცვლილებებისთვის. 

"ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე, რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, არაერთ განცხადებებს ვისმენთ და არის სპეკულირება ღამის ეკონომიკის განვითარების შეფერხებაზე, მინდა გითხრათ რომ კლუბური სცენა, რომელიც არის წარმატებული თბილისში გაგრძელდება და იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ განვითარდეს. უნდა  გაიმიჯნოს, ტურიზმი და  ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა" - განაცხადა კალაძემ. 

ასევე, პარტიის მდივანმა განაცხადა, რომ არავის სთავაზობს შესარიგებელ მატჩს და რუსთაველზე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ერთად ებრძოლონ ნარკორეალიზატორებს. 

"არავის შევთავაზებ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველამ ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ვიცი ამ ადამიანებს, ვინც შეკრებილია რუსთაველზე, ახალგაზრდებს აქვთ ჩემს მისამართით პატივისცემა და ამას პატივს ვცემ, მინდა ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, რომელიც ​​ურტყამს კლუბურ ცხოვრებას, გვიკვდება შვილები, დები, ძმები" - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ფორმები, როგორც ჩატარდა სპეცოპერაცია დისკუსიის საგანი იყოს. 

ამავე კატეგორიაში