თბილისში კონტრაქცია იგეგემება

12 მაისი 2018, 00:00 3365 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა კონტრაქციას აანონსებს. 

გაბედავას თქმით, მოქალაქეები ნარკო რეალიზატორების დაკავების გამო მთავრობის გადადგომას არ უნდა ითხოვდნენ.

''ჩვენ ყველანაირად ვეწინააღმდეგებით აქციის ამ ფორმებს. ეს ადამიანები ითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკო რეალიზატორები დააკავეს. როგორ შეიძლება ბარიგის გამო ხელისუფლების გადადგომა მოითხოვო და დაუპირისპირდე. მე არ მინდა, რომ ამ აქციის დარბევა მოხდეს. მათ აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ აქციის ეს ფორმა არის ჩემთვის მიუღებელი.

 ჩვენ, დღეს ან ხვალ აუცილებლად ვაპირებთ კონტრაქციას.   აქ მოვედით იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ

მოვუწოდოთ ხალხს რომ მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ.'' - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა

ამავე კატეგორიაში