''მივმართავ ახალგაზრდებს, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არის'' - კახა კალაძე

13 მაისი 2018, 00:00 1954 ნახვა

მივმართავ ახალგაზრდებს, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არის-ეს კახა კალაძის სიტყვებია. დედაქალაქის მერის განცხადებით მის უკან დგას პოლიტიკური გუნდი, რომლებიც ისმენენ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მისი თქმით გუნდში ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და თანხმდებიან, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვისაა. "ახალგაზრდებს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენთან.

კარი ღიაა, კედელი არასოდეს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მზად ვართ, დასხდნენ ჩვენთან ერთად, მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებით ამ ყველაფერთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, რამდენად სწორი იყო ამ ფორმით კლუბებში შესვლა, მისი განცხადებით, შესაძლოა, ეს პოლემიკის საგანი იყოს.

ამავე კატეგორიაში