“ევროპული საქართველოს” ინიციატივა

13 მაისი 2018, 00:00 1931 ნახვა

შეიცვალოს მასწავლებელთა აკრედიტაციის პროგრამები -  „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა. ოპოზიციური პარტიის წევრები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს აკრიტიკებენ. თემურ ავალიანის მტკიცებით, სატრენინგო სისტემა რეგიონში მონოპოლიზებულია და სახელწიფო აიპის ხელშია.

პარტიის წევრი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კონკურენცია არ არსებობს და  არც მასწავლებლების განვითარება ხდება. თემურ ავალიანი  განათლების სამინისტროს   პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის აღდგენასა  და  კონკურენტული სატრენინგო გარემოს შექმნას თხოვს.

ამავე კატეგორიაში