EMC პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელშეშლის ფაქტზე

13 მაისი 2018, 00:00 1847 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი რუსთაველის გამზირზე პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელის შეშლას გააპროტესტებს. "დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვების დემონტაჟი დაიწყო. ადგილზე მყოფი აქციის მონაწილის განმარტებით, ამ დროისთვის, კარვებში აქციის 10-მდე მონაწილე იმყოფებოდა, რომლებმაც ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს. აქციის მონაწილის განმარტებით, დილით, დაახლოებით 30-მდე პოლიციელი მივიდა აქციის მონაწილეებთან და მოსთხოვა მათ კარვების დაშლა.

თუმცა პოლიციას არ გაუკეთებია განმარტება რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა დემონტაჟს.როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა, გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყეს რაც, პრემიერ-მინისტრმა მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კარვები გაიშალა ტროტუარზე. შესაბამისად, კარვები ხელს არ უშლიდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას. არ მომხდარა შენობის შესასვლელების ბლოკირება, ან სხვა ფორმით საქმიანობის ხელშეშლა. ამის გათვალისწინებით, პოლიციის მხრიდან კარვების დემონტაჟი იყო უკანონო."-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში