საკონცერტო დარბაზის გადაცემა

10 ივლისი 2016, 00:00 3908 ნახვა

სტიქიის გამო გადადებული საკონცერტო დარბაზის "ბლექ-სი არენას" სახელმწიფოსთვის გადაცემის საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართება. ღონისძიება 17 საათზე დაიწყება. ობიექტის გახსნა ივლისის ბოლოს იგეგმება. შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი 8 ათას 700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ "ქართუ"-ს ინიციატივით დაიწყო, მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. 

ამავე კატეგორიაში