ანტინარკოტიკული აქცია ბათუმში

13 მაისი 2018, 00:00 3786 ნახვა

ნარკოპოლიტიკას უკავშირდებოდა ბათუმში გამართული აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებიც. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და კლუბებში ნარკოტიკის მოხმარება - რეალიზაციის აკრძალვა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ნარკომანიის პროპაგანდა ხდება, რის საპასუხოდაც აუცილებელია ანტინარკოტიკული კამპანია საზოგადოებასა და მედიაში. განმარტეს, რომ მათი შეკრება თბილისში მიმდინარე პროტესტის კონტრაქცია არ არის.

ამავე კატეგორიაში