გიორგი გახარია: მზად ვარ ვუპასუხო სპეცოპერაციაზე კითხვებს, მაგრამ ახლა მოქალაქეების უსაფრთხოებაა მთავარი

13 მაისი 2018, 00:00 2233 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციას უკავშირდება, თუმცა მიიჩნევს რომ დრეს ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის ქუჩებში, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

"დღეს, მთელი დღე და გუშინაც პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა დაიცვას უსაფრთხოება და ჩვენი თანამოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას. თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე შეკითხვები მე პირადად მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე, თუ საჭირო იქნება დავჯდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და აბსოლუტურად გულწრფელად გავცეთ პასუხი. რამეთუ ძაან კარგად გვესმის მნიშვნელობა თითოეული ჩვენი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას რომელიც დღეს რუსთაველზეა შეკრებილი და ვთხოვო მათ, რომ მიეცით პოლიციას საშუალება შეასრულოს უფლებამოსილება. რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში. იმ ,კითხვებზე რაც თქვენ დაგიგროვდათ, თუმდაც პარასკევის ღონისძიებაზე ან სხვა შეკითხვები, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა, მე მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ვიყო მანდ და გავცე ყველა კითხავს პასუხი ღიად და გულწრფელად. ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

 

ამავე კატეგორიაში