საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს

13 მაისი 2018, 00:00 1731 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა.

''საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სახელით კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენს შვილებს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციების მონაწილეებს და გთხოვთ, დაიშალოთ რათა უნებურად არ გახდეთ ძალადობისა და ვითარების ესკალაციის მიზეზი. თქვენს მიერ განხორციელებული ეს ქმედება იქნება არა თქვენი პოზიციის უარყოფა, არამედ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მშვიდობისათვის. ჩვენის მხრივ მზადა ვართ, თქვენთან ერთად ჩავებათ დიალოგში და თქვენთან ერთად განვიხილოთ საკითხები საჯარო სივრცეში'' – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში