ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით უფრო შორს უნდა წავიდეთ, ჩვენი ჯგუფი ამ შესაძლებლობას შექმნის - სოფიო ვერძეული

14 მაისი 2018, 00:00 1971 ნახვა

‘’თეთრი ხმაურის მოძრაობის’’ ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ერთი ჯგუფი ნარკოპოლიტის რეფორმის დასრულებაზე იმუშავებს.

‘’ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წავიდეთ უფრო შორს. ჩვენი ჯგუფი ამ შესაძლებლობას შექმნის. ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რაც წინა ფორმატების დროს შეუძლებელი ჩანდა, ამის მზაობა არის’’ - ამბობს სოფიო ვერძეული.

მისივე განმარტებით, ფორმატთან დაკავშირებით თანხმობა არის. ჯგუფის შემადგენლობას მოძრაობის წევრები მოგვიანებით გადაწყვეტენ.

‘’ფორმატთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ თანხმობა, რომ სამინისტროს პოზიციები იქნება მოქნილი. გვექნება შესაძლებლობა ჩვენ დავასახელოთ ჯგუფების შემადგენლობა. წინასწარ იმის თქმა, ვინ რომელ ჯგუფში გადანაწილდება, რთულია. თუმცა, ორივე ჯგუფი არის საკმაოდ დიდი და კომპლექსური. ჩვენ ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც საუბრობს ამ პროცესზე. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საწყისს წერტილს, როდესაც პოზიციები სამინისტროსი თუ სხვა ავტორების შეზღუდული არ იქნება". 

‘’თეთრი ხმაურის მოძრაობის’’ წევრი ამბობს, რომ 12 მაისის საქმეზე, სახალხო დამცველთან აქტიურად ითანამშრომლებენ. ომბუდსმენის აპარატს ყველა დოკუმენტაციას მიაწვდიან.

‘’თუ გამოიკვეთა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, სამინისტრო მზად არის მათ მიმართ, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ზომები გამოიყენოს’’ - ამბობს ვერძეული.  

ამავე კატეგორიაში