შეხვედრა ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენის ბორდის წევრებთან

14 მაისი 2018, 00:00 1933 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენის ბორდის წევრებთან მხარდაჭერის აქტის შესახებ ინიციატივა განიხილა. შეხვედრაზე საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და დღეს არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

გ​იორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შედეგებზე და საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით ისაუბრა.  პრეზიდენტმა ბორდის წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის აგრესიულ და ანექსიურ ნაბიჯებს.

ამავე კატეგორიაში