ბიუროს სხდომა

14 მაისი 2018, 00:00 2090 ნახვა

უმაღლესი საბჭოს მომავალ პლენარულ სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ 17 მაისს გაიმართება, დეპუტატები აჭარის ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. რამაზ ბოლქვაძემ დეპუტატებს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა წარუდგინოს.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს  2017 წლის ანგარიშსაც მოისმენენ.  ამ საკითხებზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, დღესვე კომისიებში განსახილველად ჩაეშვა უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი. მომავალი წლისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 200 ათასი ლარით იზრდება და 5 მილიონ 46 ათასი ლარი იქნება.  

ამავე კატეგორიაში