ქუჩის აქციებიდან მაგიდასთან – მსჯელობისა და შეხვედრების მეორე რაუნდს ელოდება საზოგადოება უკვე ხვალიდან

14 მაისი 2018, 00:00 1945 ნახვა

ქუჩის აქციებიდან მაგიდასთან – მსჯელობისა და შეხვედრების მეორე რაუნდს ელოდება საზოგადოება უკვე ხვალიდან. დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები შეთანხმდნენ, რომ ორი ჯგუფი შეიქმნება, ერთი 12 მაისის ღამესთან დაკავშირებით, მეორე კი ნარკოპოლიტიკაზე სამსჯელოდ. ჟურნალისტების მთავარ შეკითხვას, რატომ გახდა საჭირო შეიარაღებული პირების შესვლა კლუბებში მითუმეტეს მაშინ როდესაც ბრალდებულები უკვე დაკავებულები იყვნენ, გახარიამ შემდეგი სიტყვებით უპასუხა - “შსს იძულებული იყო.“

კიდევ ერთი მთავარი კითხვა სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას ეხებოდა, რასაც პასუხები სავარაუდოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც სახალხო დამცველი მიიღებს სრულ მასალას. როგორ ხსნის მინისტრი 2 კლუბში პარასკევ საღამოს, ხალხმრავლობის დროს ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას და რას ელიან, ან რას იზამენ, თუ თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში