შუახევში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

15 მაისი 2018, 00:00 2327 ნახვა

შუახევში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები აჭარის  მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და  3 მილიონ  247 ათას 998 ლარია გამოყოფილი.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. დასრულებული პროექტით ისარგებლებს ორი სოფლის ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობა.

ამავე კატეგორიაში