შეხვედრა ''Jamestown''-ის ფონდის დელეგაციასთან

15 მაისი 2018, 00:00 1726 ნახვა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა - ამ საკითხებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა ''Jamestown''-ის  ფონდის წარმომადგენლებთან.

ფონდის გლობალური კვლევებისა და ანალიზის  დირექტორთა საბჭოს წევრები რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და რეგიონული უსაფრთხოების შეფასების მიზნით,  რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ.

ამავე კატეგორიაში