მეწარმე ბიზნეს ქალთა შეხვედრა გაიმართა ქედაში

15 მაისი 2018, 00:00 2132 ნახვა

მეწარმე ბიზნეს ქალთა შეხვედრა გაიმართა ქედაში. სემინარზე მეწარმე ქალებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს თუ როგორ უნდა წაროაჩინონ თავიანთი საქმიანობა. ღონისძიების მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა.

შეხვედრა ქედის მერიის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც გენდერული საკითხებისთვის მიმდინარე წელს 6 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო  დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით „ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში“.

ამავე კატეგორიაში