26 მაისს საქართველოს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა

15 მაისი 2018, 00:00 2292 ნახვა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის “კრინიცას” ეკონომიკური ფორუმის ბრენდი.

ფორუმს საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნიან.

ამავე კატეგორიაში