მუქარის შემცველ განცხადებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

16 მაისი 2018, 00:00 2047 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში კონკრეტულ პირებს გამოკითხავენ. ''ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

13 მაისს, რუსთაველის გამზირზე ორი აქცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონტრაქციის მონაწილეები "თეთრი ხმაურის მოძრაობის"' წევრების მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეღწევას ცდილობდნენ და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ სახლში წასულიყვნენ. მათ ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

კონტრაქციის მონაწილეები მუქარის, ულტიმატუმისა და სიძულვილის ენით საუბრობდნენ. 

ამავე კატეგორიაში