''ლეოგრანდის'' საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

16 მაისი 2018, 00:00 2579 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ''ლეოგრანდის'' საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 14:30 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. ''ლეოგრანდის'' ტრაგედიიდან 6 თვე გავიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე,  2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, 23 მარტს დააკავეს.  

25 მარტს კი, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულებს: გიორგი მიქელაძესა და ფათიჰ იაუზის  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ პროცესზე, გირაოს სახით 20 000 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში,  სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა. შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 21-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

სასტუმრო „ლეოგრანდი“  ზაფხულიდან ველმონდის“ სახელით განაახლებს მუშაობას. 24 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რებრენდინგი მენეჯმენტმა მალევე დააანონსა.

'ლეოგრანდის'' მშენებლობისთვის 40-მილიონის ინვესტიცია ჩაიდო.

სასტუმრო "ლეოგრანდი" - კომპანია შპს "მერსინ ტურიზმი" - ს სახელწოდებით 2011 წლის 14 ნოემბერს დაფუძნდა. 

ამავე კატეგორიაში