შემთხვევა თეატრალური სახლსი ოფისში

10 ივლისი 2016, 00:00 2438 ნახვა

''თეატრალური სახლის'' ოფისი და იქ არსებული ინვენტარი მსახიობებს დღეს დაზიანებული დახვდათ. დამტვრეულია ტექნიკა, თუმცა ნივთები წაღებული არ არის. რეჟისორი ფაქტს კონკრეტულ მიზეზებს ვერ უკავშირებს. ამ ეტაპზე, დაუზუსტებელია ზარალის ოდენობაც. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ~თეატრალური სახლი~ ბოლო 5 თვის განმავლობაში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში ფუნქციონირებდა.  სტუდიის წარმომადგენლებს ის ქირით ჰქონდათ აღებული.  

ამავე კატეგორიაში