სპორტული აქტივობების გაორმაგება და პოპულარიზაცია - საქართველოს მთავრობის გეგმა

16 მაისი 2018, 00:00 2692 ნახვა

ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა – როგორც იცით საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას იწყებს და აპირებს 3 წელიწადში ეფექტიანი შედეგი მიიღოს. ცნობისთვის, აუდიტის სამსახური ეფექტიანობის ანგარიშში გასულ წელსაც მიუთითებდა, რომ ქვეყანაში მასობრივი სპორტის განვითარება არასისტემურია და აქვს ნაკლოვანებები, მათ შორის მოხვდა კოორდინაციის პრობლემა სახელმწიფო უწყებებს შორის და არსებული ინფრასტრუქტურის არასრულად დატვირთვა. 

სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ნაბიჯებს დგამს აჭარის მთავრობაც, თუმცა ძირითადად ბათუმში. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, არავინ უარყოფს, რომ განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურის პრობლემაა და დატვირთვა სკოლებზე უნდა გადავიდეს, რისთვისაც განათლების სამინისტროს თანხა აქვს გათვალისწინებული. რა აშენდა და რა აშენდება ბათუმში? რა შედეგს ელიან აჭარაში და რა გაკეთდება ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში