უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

17 მაისი 2018, 00:00 2093 ნახვა

უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა იწყება. დღის წესრიგი ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს. განიხილავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობას.

დღეს ასევე დეპუტატები აჭარის ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრებს. დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციას შენიშვნები აქვთ. რა კითხვები აქვთ უმცირესობას? 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში