ოჯახის სიწმინდის დღე - მსვლელობა თბილისში

17 მაისი 2018, 00:00 3002 ნახვა

"დავიცვათ აბორტისგან", "არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი", "ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო", "ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობაა", "არა აზარტულ თამაშებს", "გავუფრთხილდეთ ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს"  - ამ ტრანსფარანტებით, თბილისში, ამ წუთებში „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს. 

მსვლელობა ფილარმონიის ტერიტორიიდან დაიწყო. ადგილზე სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც ილია მეორემ დალოცა.

მსვლელობა ვარდების მოედნის მიმართულებით დაიძრა, საიდანაც აწყურის ღვთისმშობლის ხატით გაგრძელდება.

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქაშუეთის ტაძართან შეჩერდებიან, სადაც სასულიერო პირები დალოცავენშეუერთდებათ მრევლის ნაწილი და მსვლელობა ერთობლივად სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში