ცვლილებები ''გოდერძის'' განაშენიანების გეგმაში

18 მაისი 2018, 00:00 1825 ნახვა

კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების გეგმაში ცვლილელები შევიდა. ცვლილების მიხედვით ეთნოგრაფიული მუზეუმის, კვების ობიექტისა და სათხილამურო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი შენობისთვის ადგილები განისაზღვრა. სასტუმროს ტიპის შენობის ნაცვლად კი 7 კოტეჟი დაიდგმება. საკითხთან დაკავშირებით ხულოს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ განაშენიანების გეგმა მთავრობის წევრების ახლობლებზეა მორგებული. ბრალდებას ხულოს მერიაში არ იზიარებენ. მერის მოადგილის განცხადებით, არც ერთი მშენებარე კომპანია არ მმართველი გუნდის წევრებთან არის დაახლოებული.

ლაშა ბოლქვაძის განცხადებით, მერიის მიერ გაცემულია 7 ერთეულ სასტუმროზე მშენებლობის ნებართვა, ასევე მშენებლობის დაწყების ნებართვასთან დაკავშირებით მერიაში 5 განაცხადია შესული.  განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები 633 ჰექტარზე მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში