ორდღიანი ფასდაკლება საერთაშორისო ფრენებზე

18 მაისი 2018, 00:00 2299 ნახვა

მოგზაურობის მოყვარულებს Wizz Air ორდღიან ფასდაკლებას სთავაზობს. ავიაკომპანიამ, მოღვაწეობის მეთოთხმეტე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საშუალება მისცა, დაბალბიუჯეტიანი ქსელის 141 მიმართულებაზე ბილეთები დაჯავშნონ და სხვადასხვა ქალაქში 30%-მდე ფასდაკლებით იმოგზაურონ.

ფასდაკლება 18 და 19 მაისს დაჯავშნულ ყველა რეისზე მოქმედებს. 

Wizz Air იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით და ავიამიმოსვლას ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.

ავიაკომპანიამ 2018 წელს 3 ახალი მიმართულება: ათენი, ხარკოვი და ვენაც დაამატა.  

ამავე კატეგორიაში