''Black Sea Arena''-ზე ენიო მორიკონეს კონცერტისთვის ემზადებიან

18 მაისი 2018, 00:00 1999 ნახვა

იტალიელი კომპოზიტორი, ცნობილი მუსიკოსი ენიო მორიკონე უკვე საქართველოშია. იგი 2018 წლის ტურის ფარგლებში, ხვალ კონცერტს გამართავს შეკვეთილში,  ''Black Sea Arena''-ზე.

სწორედ ამ კონცერტით გაიხსნება სეზონი. მაესტროსთან ერთად საქართველოს 121 კაციანი რომის სიმფონიური ორკესტრი ეწვია.

სიახლეა ისიც რომ წელს პირველად საქართველოს რკინიგზა სპეციალურ რეისებს შეასრულებს ბათუმიდან საკონცერტო დარბაზის მიმართულებით. მზადება ხვალინდელი კონცერტისა და “სეზონი 2018”-ისთვის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში