ვინ აფინანსებს ჯგუფებს, რომელთა განცხადებებს ფაშისტური უწოდეს?

18 მაისი 2018, 00:00 1882 ნახვა

არაფორმალური ნეონაცისტური გაერთიანებების უკან, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი და აგრესიული ქმედებებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რუსულ სპეცსამსახურებს და რუსული პროპაგანდის გამავრცელებლებს ხედავს.

როგორც იცით ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა და რამდენიმე ჯგუფის შესაძლო კავშირები დაადგინა რუსეთის ფედერაციასთან. გამჭვირვალობა ძალოვან უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობაზე აქცენტი იყო გაკეთებული სუს-ის წლიურ ანგარიშშიც. ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს დოკუმენტში მითითებული აქვს, რომ “სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. 

დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.” 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში