დაანონსებულ აქციაზე „თეთრი ხმაურის“ განცხადება

19 მაისი 2018, 00:00 1641 ნახვა

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობა საპროტესტო აქციის ჩატარების საკითხს, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მოლაპარაკების ბოლო დღეა, შსს-სთან შეხვედრის ადგილი და დრო ჯერ ისევ უცნობია.მოძრაობის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ორწლიანი მუშაობის შემდგომ, რამდენად მზადაა სახელმწიფო ცვლილებისთვის. "თეთრი ხმაური"საპროტესტო აქციის გამართვას დღეს გეგმავდა.

ამავე კატეგორიაში