"მე არ მინდა მომკლან! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ'' - ინგა გრიგოლია

20 მაისი 2018, 00:00 1655 ნახვა

ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ტელეწამყვანმა სამინისტროს დახმარებისა და დაცვის თხოვნით მიმართა. ინგა გრიგოლიამ  სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მას უცნობი კაცი 2011 წლიდან ურეკავს, ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. როგორც აღნიშნავს პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. ინგა გრიგოლია თავდაცვის მიზნით შეიარაღებული სიარულს აპირებს.

"მე არ მინდა მომკლან! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს არ იცის. ამ დღეებში ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ადამიანმა  სადაც წერს, რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს.-წერს ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ამავე კატეგორიაში