ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს 

22 მაისი 2018, 00:00 2580 ნახვა

ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სამუშაო ოთახიდან მისი სკამი გამოიტანეს და კარი აჭედეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

სპორტსმენები, ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შექმნილ კომისიას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, სანამ დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს, ვარჯიშს არ განაახლებენ. 

ფედერაციასთან, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები შედიან.

საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. სპორტსმენები ფართომასშტაბიანი აქციებითაც იმუქრებოდნენ. 

შეგახსენებთ, 30 აპრილს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. საქართველოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. 

ამავე კატეგორიაში