ნარკოპოლიტიკა - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

22 მაისი 2018, 00:00 1788 ნახვა

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება – მმართველი გუნდის წევრებმა 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ კონსესუსს ვერ მიაღწიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი საშემოდგომო სესიის დაწყებამდე მიიღებს.

პრინციპები კი რჩება იგივე - ჰუმანური უნდა იყოს მიდგომა მომხმარებელთა მიმართ, რაც შეეხება რეალიზაციას, კობახიძის თქმით, ამ კუთხით მკაცრი პოლიტიკა გატარდება. შესაძლოა, გაიმართოს შიდა რეიტინგული კენჭისყრაც ნარკოპოლიტიკის საკითხზე. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში