ხულოს მერიას ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება

22 მაისი 2018, 00:00 2420 ნახვა

ხულოს მერიის და საკრებულოს თანამშრომლები  მალე ახალ გარემოში გააგრძელებენ მუშაობას. დღეს ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის  პრეზენტაცია გაიმართა, ადმინისტრაცია ყოფილი  საავადმყოფოს შენობაში განთავსდება.  

მერიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ,,მეტრო“ განახორციელებს.  პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს იქნება ინვესტორის საჩუქარი ხულოს მუნიციპალიტეტისთვის. შენობის გასარემონტებლად 500 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.

რეაბილიტირებულ ახალ შენობაში განთავსდება ხულოს მერია, საკრებულო და თვითმმართველობის აიპები. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ინვესტორს სახელმწიფოსგან სანაცვლოდ სხვა ობიექტი არ გადაეცემა.

რაც შეეხება მოქმედ ადმინისტრაციულ შენობას მთავრობის თავმჯდომარის  განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია რა განთავსდება ობიექტში.  პროექტის მიხედვით ყოფილ საავადმყოფოს ორ სართულიან შენობას ერთ სართული დაემატება და გაფართოვდება.

ამავე კატეგორიაში