ნარკოპოლიტიკა - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

22 მაისი 2018, 00:00 1904 ნახვა

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო ფორმატში კენჭისყრაზე გატანამდე, შესაძლოა საკითხი “ქართული ოცნების” შიდა კენჭისყრაზე დადგეს.

უმრავლესობამ დღეს განსახორციელებელ რეფორმაზე იმსჯელა, ამბობენ, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმებულები არიან, თუმცა მაინც რჩება გარკვეული პოზიციები, რომლებიც ერთმანეთს უნდა დაუახლოვდეს.

კონკრეტული პოზიცია, როგორც უმრავლესობის სხდომის შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, ბიძინა ივანიშვილს დღეს არ დაუფიქსირებია, თუმცა ამბობენ რომ იგი ემხრობა ჰუმანურ პოლიტიკას. ხელახლა არჩევის შემდეგ სხდომას, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რანგში ივანიშვილი დღეს პირველად დაესწრო

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში