დაზიანებული გზა მეძიბნაში

22 მაისი 2018, 00:00 3011 ნახვა

ქედაში, მეძიბნა-აგოთას დამაკავშირებელ გზაზე გასულ წელს განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივები ამბობენ რომ დაზიანებულია შემოვლითი გზაც, ამასთან საფრთხე ექმნება ერთ-ერთ ოჯახს.

შემოვლითი გზის მოწესრიგება უკვე დაწყებული აქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

რაც შეეხება არსებულ დაზიანებულ მონაკვეთს, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ამ გზის აღდგენა დაუშვებელია. ამ ეტაპზე რეკომენდაციით შემოიფარგლებიან გეოლოგები იმ ოჯახის მისამართითაც, რომელიც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში