პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

22 მაისი 2018, 00:00 1723 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. დღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების სახელით კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. მანამდე კი გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ არაერთი შეხვედრა გამართა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.

შეხვედრების შემდეგ გავრცელებული მთავარი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი გაცხადებულ მტკიცე მხარდაჭერას ეხებოდა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა სენატორებთან შედგა.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია - აცხადებენ რონ ჯონსონი და კრის მერფი. სენატორების შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გზა შეინარჩუნა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში