გარემოვაჭრეების გაფრთხილება და მერიის ახალი შეთავაზება

23 მაისი 2018, 00:00 3783 ნახვა

მერია გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს გამაფრთხილებელი ფლარები დაურიგეს. ისინი ადგილის განთავისუფლების სანაცვლოდ მოვაჭრეებს გოგოლის პირველ ნომერში, კომპანია „მეტროს“ ავტოსადგურში არსებულ ფართებში გადასვლას სთავაზობენ.

სამი თვის განმავლობაში თითოეულ მოვაჭრეს ავტობუსით უფასო მგზავრობის საშუალება და ამავე პერიოდის განმავლობაში თვეში 200 ლარიან კომპენსაციასაც მიიღებენ. ამ შეთავაზებას მოვაჭრეთა მხრიდან პროტესტი მოყვა. მათი განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე მოსახლეობა არ დადის და სამი თვის კომპენსაცია არ არის საკმარისი. ბათუმის მერიის წარმომადგენლების თქმით, გარემოვაჭრეებისგან ქუჩების გათავისუფლება ორ კვირაში დაიწყება.

ამავე კატეგორიაში