რუსული მხარის პასუხი

23 მაისი 2018, 00:00 1639 ნახვა

რუსეთის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უარყვეს საქართველოს მიერ წარდგენილი ბრალდებები - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნავენ, რომ „ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ეღიარებინა თავისი ინიციატივა შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაში და რუსეთი დაადანაშაულა არაპროპორციულ ქმედებებში და არაფერი უთქვამს იმაზე, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იცავდნენ ქართული ჯარის თავდასხმისგან“, - აღნიშნეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში.

რუსეთის წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, რომ რუსეთი თავის იურისდიქციას ახორციელებდა აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე. „ამავდროულად, რუსულმა მხარემ მოსამართლეებს აცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავენ“, - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის სწორედ ამ კონტექსტზე საუბრისას თქვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ რომ რუსული მხარისგან არგუმენტების ნაცვლად ისმოდა გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ. “ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. 

ამავე კატეგორიაში